Sunday, September 27, 2015



       დღეს დავწყვილდით და ერმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები ჩვენი პროექტების შესახებ,  რაც პოზიტიური აღმოჩნდა როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი კოლეგისათვის. კონსტრუქციული უკუკავშირი პედაგოგს ეხმარება უკეთ გაიაზროს პროექტის მთავარი და მეორეხარისხოვანი საკითხები. გავერკვიეთ საავტორო უფლებებში, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს პროექტზე მუშაობისას.
პროექტული სწავლება საინტერესოა. მოსწავლეს უვითარებს დამოუკიდებელი მუშაობის, კვლევის,  მსჯელობისა და საკუთარი აზრის გადმოცემის უნარებს.
უკეთესად გავიაზრე პროექტული სწავლების მნიშვნელობა,  შესარჩევი აქტივობების დანიშნულება და  შეფასების ინსტრუმენტების სწორად გამოყენება.
მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებსა და ქალბატონ ირინას!