Sunday, October 18, 2015


პროექტის პორტფოლიო


 


 ტრენინგი ჩემთვის მეტად ნაყოფიერი იყო.ტრენინგის დახმარებით უფრო საფუძვლიანი გახდა ჩემი ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით. დავრწმუნდი პროეტებით სწავლების აუცილებლობა-საჭიროებაში. გავეცანი 21-ე საუკუნის უნარებს, საავტორო უფლებებს, შევქმენი გამოყენებული ლიტერატურის დოკუმენტი, შევადგინე შეფასების რუბრიკა, შევქმენი ჩემი ბლოგი.



Saturday, October 17, 2015

დღეს გავეცანით განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ( სსსმ, ნიჭიერი და არაქართულენოვანი) მოსწავლეებისათვის საჭირო აქტივობების ნიმუშებს, ფასილიტაციის მასალებს, რაც გამომადგება თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობისათვის. მასალები ჩავალაგე შესაბამის საქაღალდეში.

Sunday, October 11, 2015

დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან  ნაყოფიერი.  გავეცანი მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშებს.    ავაგე კვლევის სქემა  და დიაგრამა.  შვისწავლე ბევრი პრაქტიკული დეტალი.
დღევანდელ ტრენინგზე  ჩვენ გავეცანით მოსწავლის ნამუშევრის შეფასების სხვადასხვა სახეებს:  ჩეკლისტებსა და რუბრიკებს, რომელიც დაგვეხმარება თითოეული  მოსწავლის ინდივიდუალური შეფასებისას.
.

Sunday, September 27, 2015



       დღეს დავწყვილდით და ერმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები ჩვენი პროექტების შესახებ,  რაც პოზიტიური აღმოჩნდა როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი კოლეგისათვის. კონსტრუქციული უკუკავშირი პედაგოგს ეხმარება უკეთ გაიაზროს პროექტის მთავარი და მეორეხარისხოვანი საკითხები. გავერკვიეთ საავტორო უფლებებში, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს პროექტზე მუშაობისას.
პროექტული სწავლება საინტერესოა. მოსწავლეს უვითარებს დამოუკიდებელი მუშაობის, კვლევის,  მსჯელობისა და საკუთარი აზრის გადმოცემის უნარებს.
უკეთესად გავიაზრე პროექტული სწავლების მნიშვნელობა,  შესარჩევი აქტივობების დანიშნულება და  შეფასების ინსტრუმენტების სწორად გამოყენება.
მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებსა და ქალბატონ ირინას!